ახალი ამბები
რუსეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე იმსჯელეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და მოსკოვში ვიზიტად მყოფმა მისმა ფრანგმა კოლეგამ ბერნარ კუშნერმა 18 სექტემბერს გამართული მოლაპარაკებების დროს საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებთან ერთად ”განიხილეს ასევე დსთ-ს თემატიკა, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობები”.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 13 ივნისს პარიზში თავის ახლადარჩეულ ფრანგ კოლეგასთან ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საფრანგეთმა რადიკალურად შეიცვალა დადებითისკენ პოზიციები საქართველოს მიმართ და ”ძალიან ძლიერი მოკავშირე” გახდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)