skip to content
ახალი ამბები

გალში ქართველი, რუსი და აფხაზი ექსპერტები ღორის ცხელების აღკვეთაზე იმსჯელებენ

23 აგვისტოს გალში ქართველი, რუსი და აფხაზი ვეტერინარები შეიკრიბებიან, სადაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ღორის აფრიკული ცხელების აღკვეთის შესახებ იმსჯელებენ.


ქართულ მხარეს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს უფროსი ლაშა ორკოშნელი წარმოადგენს.


აფხაზურმა მხარემ თვითგამოცხადებულ რეგიონში ღორის ცხელების გავრცელებაში და ”ბიოლოგიურ ტერორიზმში” ქართული მხარე დაადანაშაულა, რადგან მათი მტკიცებით, დაავადებული ღორები ზღვაში და მდინარე კოდორში ჩაყარეს, რის შედეგადაც დაავადება აფხაზეთის ტერიტორიაზეც გავრცელდა, იუწყება 21 აგვისტოს აფხაზეთის ლიდერის ოფიციალური ვებ-გვერდი რეგიონის მთავარი ვეტერინარის ერიკ ანშბაზე დაყრდნობით. 


ამ ბრალდებას ”აბსურდული და დეზინფორმაცია” უწოდეს სოფლის მეურნეობის სამინისტოში და განაცხადეს, რომ მზად არიან დახმარება აღმოუჩინონ აფხაზურ მხარეს დაავადების ლიკვიდაციაში. 


საქართველოში ღორის ცხელების გავრცელების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ივნისში გავრცელდა, რის შემდეგაც მთავრობამ შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button