skip to content
ახალი ამბები

”ალანია” პარალელს ავლებს ’კმარას’ და ’ფანდარასტს’ შორის

ტელეკომპანია ”ალანიამ” 9 აგვისტოს თავის სიუჟეტში გააშუქა ახალგაზრდული მოძრაობა ”კმარას” საქმიანობა, რომელმაც თავისი აგრესიული კამპანიით აქტიური როლი ითამაშა 2003 წლის ვარდების რევოლუციაში საზოგადოებრივი აზრის მოსაზიდად.


სიუჟეტის გაშვება დაემთხვა 9 აგვისტოს ქუთაისში ”კოკოითი ფანდარასტ” (ქართულად:”გზა მშვიდობისა, კოკოითი”) მოძრაობის ოფისის გახსნას. 


კამპანია, რომელიც ასოცირდება თბილისის მიერ მხარდაჭერილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის სახელთან, მიზნად ისახავს მშვიდობიანი კამპანიის გზით დე ფაქტო პრეზიდენტის ”ედუარდ კოკოითის თავიდან მოშორებას”. ამ თვალსაზრისით ეს მოძრაობა ”კმარას” ანალოგია. ”კმარა” მამოძრავებელი ძალა იყო 2004 წელს აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის საწინაღმდეგო კამპანიის დროსაც. ეს მოძრაობა დაიშალა მას შემდეგ, რაც აბაშიძე მოსკოვში გაიქცა.


”ალანიამ” სიუჟეტში აჩვენა ”კმარას” ყოფილ აქტივისტებთან ინტერვიუები. ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ აჭარაში ”კმარას” გამოცდილება ღირებული იქნება მოძრაობისთვის ”კოკოითი ფანდარასტ”. ”რადგან აბაშიძის და ცხინვალის რეჟიმები გარკვეულწილად გვანან ერთმანეთს”, – დასძინა მან.


თუმცა ედუარდ კოკოითს, როგორც ჩანს, არ ადარდებს მის მიმართ გამოვლენილი ეს ყურადღება. 8 აგვისტოს ”კოკოითი ფანდარასტ” კამპანიაზე საუბრისას, მან განუცხადა ჟურნალისტებს: ”მინდა დაგარწმუნოთ, რომ მე გადავიტან როგორმე ამ კამპანიას”.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button