ახალი ამბები
ბიუჯეტში შვიდ თვეში 163 მლნ ლარით მეტი შევიდა
2007 წლის პირველ შვიდ თვეში შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი – 2,9 მლრდ ლარი – 163 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა, იუწყება ფინანსთა სამინისტრო 2 აგვისტოს.
ამდენად, იანვარ-ივლისის განმავლობაში მობილიზებულია 3,1 მლრდ ლარი, რაც 42,4%-ით აღემატება 2006 წლის შესაბამის პერიოდში მობილიზებულ თანხებს.
პარლამენტმა ივნისში ბიუჯეტის 600 მლნ ლარით ზრდას დაუჭირა მხარი, რითაც ხარჯვითი ნაწილი 4,6 მლრდ ლარი გახდა.
გაზრდილი შემოსავლების ხარჯვის უდიდესი წილი კი თავდაცვის სამინისტროსთვის განისაზღვრა 442 მლნ ლარის ოდენობით. შედეგად 2007 წელს თავდაცვის სფეროს დაფინანსებამ 995,3 მლნ ლარი შეადგინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)