skip to content
ახალი ამბები

პიტერ სემნები თბილისს სტუმრობს

თბილისში ორდღიანი ვიზიტით სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები იმყოფება.


ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში იტყობინება, რომ პიტერ სემნები დღეს შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან.


იგი ასევე შეხვდება ეუთოს მისიის ხელმძღვანელს როი რივს და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button