საქართველოს ევროკავშირის პოლიტიკურ განცხადებებთან მიერთების უფლება მიენიჭა
ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა უფლება რეგულარულად მიუერთდეს ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში მიღებულ პოლიტიკურ განცხადებებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 ივნისს.
ამ ნაბიჯს საქართველო-ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს, რომელიც მხარეებმა 2006 წლის ნოემბერში შეათანხმეს.
”ეს ფაქტი კიდევ უფრო აახლოვებს საქართველოს ევროპასთან და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების ჭრილში. საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებაში და ეძლევა შესაძლებლობა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია მსოფლიოში განვითარეული პოლიტიკური მოვლენების მიმართ ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოსთან ერთად,” – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)