
ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე სამუშაო ვიზიტით სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დელეგაციასთან ერთად 30 მაისს სამუშაო ვიზიტით სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს დსთ-ის წევრი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის 28-ე პლენარული სხდომის მუშაობაში.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა რუსეთის ფედერალური საკრებულოს ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარესთან სერგეი მირონოვთან.
საქართველოს დელეგაცია ასევე შეხვდება ნორვეგიის და ლუქსემბურგის დელეგაციაებსა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის თავმჯდომარეს.
საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 2 ივნისს დაბრუნდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)