skip to content
ახალი ამბები

ოსური მხარის განცხადებით, მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

სამხრეთ ოსურ და ქართულ მხარეებს შორის 7 მაისს ცხინვალში გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რადგანაც ქართულმა მხარემ უარი განაცხადა რეგიონის ცენტრალური მაგისტრალიდან დამატებითი საგუშაგოების აღებაზე, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძე ცხინვალში იმყოფებოდა, სადაც შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) პლენარული სხდომის ჩატარების საკითხები განიხილა.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართულ მხარეს არ სურს რაიმე შეთანხმების მიღწევა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button