skip to content
ახალი ამბები

ოფიციალური თბილისი უცხოელ დიპლომატებს კოდორის დაბომბვაზე ინფორმაციას აწვდის

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებთან შეხვედრა, სადაც ოფიციალური პირები ინფორმაციას აწვდიან 11 მარტს კოდორის ხეობის დაბომბვის შესახებ.


შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი კალაძე.


”ისევ და ისევ საუბარია იმაზე, რომ მინიმუმ სამი ვერტმფრენი რუსეთიდან, ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან ჩამოფრინდა ზემო აფხაზეთში, იყო ინტენსიური დაბომბვა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში სოფლების და ტყის მასივების მიმართულებით, გაემგზავრა ხეობაში ოთხმხრივი საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ახლა ადგილზე მუშაობს”, – განუცხადა ეკა ზღულაძემ დღეს ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყების წინ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button