ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთში მომხდარი ინციდენტის დროს სამი ადამიანი დაიჭრა

ცხინვალის სამხრეთით მდებარე ოსური საგუშაგოს მიმართულებით ქართულ სოფელ ნიქოზიდან 28 იანვარს ღამით ცეცხლის გახსნის შედეგად სამი ოსი მილიციელი დაიჭრა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


თავდასხმა, რომელიც ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დივერსანტთა ჯგუფმა” განახორციელა ნაღმტყორცნებიდან  და ცეცხლსასაროლი იარაღებიდან, თბილისის დროით 4:30 წუთზე მოხდა,  აცხადებს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


სოფელ ნიქოზის ადგილობრივმა მოსახლეობამ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 28 იანვარს დაუდასტურა, რომ სროლის დროს მართლაც გამოიყენებოდა ”მძიმე იარაღი”.


საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ საქართველოს სამშვიდობო ბატალიონის მეთაურმა მამუკა ყურაშვილმა დაადასტურა, რომ ინციდენტი მართლაც მოხდა, თუმცა, მისი თქმით, ქართულ მხარეს ამასთან კავშირი არ აქვს.


სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 28 იანვარს მოუწოდა ქართულ მხარეს ”უარი თქვას პროვოკაციულ ქმედებებზე და განაახლოს მოლაპარაკებები”, იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button