skip to content
ახალი ამბები

ქართული მხარე ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაციის საკითხს კვლავ აყენებს

თბილისი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის საკითხს კიდევ ერთხელ აყენებს მას შემდეგ, რაც 15 იანვარს სოფელ წვერიახოსთან ნაღმის აფეთქების შედეგად ორი რუსი სამშვიდობო დაშავდა.


ამ ფაქტის გამო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 16 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში „გულწრფელ“ თანაგრძნობას გამოხატავს.


ოსურმა მხარემ 15 იანვარს ინციდენტს „დივერსია“ უწოდა და შეაფასა, როგორც კონფლიქტის ზონაში სიტუაციის დესტაბილიზაციის ქართული მხარის მორიგი მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს რუსი სამშვიდობოების დისკრედიტაციას.


სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ ქართული მხარე “არ აწარმოებს დივერსიულ, ტერორისტულ და ა.შ. საქმიანობას, მითუმეტეს საკუთარ ტერიტორიაზე“.


“კიდევ ერთხელ პრინციპულად ვაყენებთ საკითხს კონფლიქტის ზონის სრული დემილიტარიზაციისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისგან გაწმენდის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას, აგრეთვე რეგიონში ეკონომიკური რეაბილიტაციის დონორთა მრავალმილიონიანი პროექტების რეალიზაციას“, – აცხადებს მერაბ ანთაძის უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button