skip to content
ახალი ამბები

მმართველმა პარტიამ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა კონტროლის პალატის შემოწმების თაობაზე

დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან 5 დეკემბერს არ მიიღეს ოპოზიციონერი კანონმდებლების წინადადება საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც გამოიძიებდა იმ განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო კონტროლის პალატას ზოგიერთი ყოფილი ოფიციალური პირის წინააღმდეგ საქმეების გაყალბების იარაღად იყენებდნენ.


კონტროლის პალატის ყოფილმა წარმომადგენელმა ნუგზარ ნაჭყებიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მასზე პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ზეწოლას ახდენდნენ, რათა მოემზადებინა დოკუმენტი, რომელიც სატყეო დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ბიძინა გიორგობიანს და „საქსტანდარტის“ ყოფილ უფროსს მიხეილ ჯანიკაშვილს ფინანსურ დარღვევებში  დაადანაშაულებდა; ეს უკანასკნელი ამჟამად დაპატიმრებულია.       


დეპუტატებმა უმრავლესობიდან განაცხადეს, რომ ამ საქმის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და პარლამენტის მიერ დამატებითი გამოძიების წარმოების საჭიროება არ არსებობს.


მათ ასევე განაცხადეს, რომ ოპოზიციას სურდა საპარლამენტო გამოძიება „კონკრეტული სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაციისთვის“ გამოეყენებინა. 


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ უარი სპეციალური ჯგუფის ჩამოყალიბებაზე „არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაინტერესებული არ ვართ ამ საქმეებში“.


„სწორედ ამიტომ დავავალე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა დასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს ერთი კვირის ვადაში მოამზადონ თავიანთი მოხსენებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბურჯანაძემ პარლამენტის სხდომაზე 5 დეკემბერს.


„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ 5 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის, გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და კონტროლის პალატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის იაკობ მესხიას პარლამენტში მოწვევა მოითხოვა.


პროცედურის თანახმად, საპარლამენტო ფრაქციას აქვს უფლება მოიწვიოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთაც პარლამენტის სხდომაზე მოსვლა ყოველი თვის ბოლო პარასკევს ევალებათ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button