ახალი ამბები

ევროკავშირი გმობს სამხრეთ ოსეთის არჩევნებს

ევროკავშირი აცხადებს, რომ ის არ აღიარებს თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ “რეფერენდუმს“ და “საპრეზიდენტო არჩევნებს“, ნათქვამია ევროკავშირის ფინური თავმჯდომარეობის მიერ 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში .


“რეფერენდუმი ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ევროკავშირს მიაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება არ იძლევა ხალხის ნების თავისუფალი გამოხატვის საშუალებას“, – ნათქვამია განცხადებაში.


ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.


“ევროკავშირი მიიჩნევს, რომ რეფერენდუმი და არჩევნები არ უწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებს. ევროკავშირი მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს მკაცრად დაიცვან არსებული შეთანხმებები და დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, რათა იმუშავონ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის სწრაფი და გამჭირვალე მოგვარების მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button