ახალი ამბები
მთავრობაში ცვლილებების შედეგად, ოქრუაშვილი თანამდებობას ტოვებს
ქართული მედიის ცნობით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ეკონომიკის მინისტრი გახდება. იგი ამ პოსტზე ირაკლი ჩოგოვაძეს შეცვლის.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით, ეს “ოფიციალური ინფორმაციაა”, თუმცა მთავრობის წარმომადგენლებს ჯერ არ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ამავე ინფორმაციით, ფინანსური პოლიციის უფროსი დავით კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)