skip to content
ახალი ამბები

მთავრობა რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობებზე ინფორმაციას წარადგენს პარლამენტში

პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები ირაკლი ჩოგოვაძე და ნიკა გილაური 30 ოქტომბერს პარლამენტს ეწვევიან და რუსეთ–საქართველოს დაძაბულ ურთიერთობებზე ფრაქციების ლიდერებს ინფორმაციას გააცნობენ.


ამის შესახებ ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც მან დღეს შესაბამისი კონსულტაციები გაიარა პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან.


“ჩვენ გავივლით ყველა იმ საკითხს, რომელიც დღეს აწუხებს საზოგადოებას: [რუსეთის მხრიდან] ეკონომიკური ბლოკადა, შესაძლო ენერგეტიკული პრობლემები, დეპორტირებულების ბედი…“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით გამყრელიძემ.


დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე კონსულტაციებს გამართავს ფრაქცია მრეწველების წარმომადგენლებთან, რომლებიც ბოიკოტის შეწყვეტის სანაცვლოდ საპარლამენტო უმცირესობის შექმნას ითხოვენ.


“მე თავად უმცირესობის შექმნის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, თუმცა უნდა მოვისმინოთ რა სურს ოპოზიციას“, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ დღეს ჟურნალისტებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button