skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილმა და ლავროვმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს

საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გელა ბეჟუაშვილი და სერგეი ლავროვი 2006 წლის 1-2 ნოემბერს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის ფარგლებში მოსკოვში ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.


ამის შესახებ, საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მხარეები 24 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, რომლის დროსაც საქართველო-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები განიხილეს.


1–2 ნოემბერს მოსკოვში ასევე იგეგმება გელა ბეჟუაშვილის შეხვედრები რუსეთის სხვა ოფიციალურ პირებთან.


მინისტრების შეხვედრების გარდა დაგეგმილია შეხვედრები საგარეო უწყებების მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის დირექტორების დონეებზეც.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button