skip to content
ახალი ამბები

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტი რუსეთს აღიარებას სთხოვს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა 18 ოქტომბერს მიიღო დადგენილება, რომელშიც რუსეთის ხელმძღვანელობას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და აფხაზეთთან “ასოცირებული ურთიერთობების“ დამყარებას სთხოვს, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.


რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა ალექსანდრე ტორშინმა განაცხადა, რომ ფედერაციის საბჭო აპირებს “სერიოზულად მიუდგეს ამ საკითხის განხილვას“.


“რუსეთი, მათ შორის ის სტრუქტურები, რომელთა მისამართითაც [რუსეთის პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანოს ზედა და ქვედა პალატები]გავრცელდა აფხაზეთის პარლამენტის მიმართვა, ძალიან ყურადღებით და პატივისცემით უნდა მიუდგნენ ამ ინიციატივას და შეისწავლონ ყველა იურიდიული ასპექტი რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის ფარგლებში“, – განუცხადა ტორშინმა “ინტერფაქსს” 18 ოქტომბერს.


აფხაზეთის პარლამენტის მიმართვაში ნათქვამია, რომ აფხაზეთი დე ფაქტო დამოუკიდებელია და რუსეთმა ახლა აღიარების გზით მისი ლეგალიზება უნდა მოახდინოს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button