ახალი ამბები

’ეხო მოსკვი’ იწყებს კამპანიას ”მე ქართველი ვარ”

რადიო სადგურმა ”ეხო მოსკვიმ” 7 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ იწყებს კამპანიას რუსეთში ანტიქართული ისტერიის წინააღმდეგ და ყველას მოუწოდა გაიკეთონ სამკერდე ნიშანი, რომელსაც ეწერება “მე ქართველი ვარ”.


“პოლიტიკური დაპირისპირება საქართველოსა და რუსეთს შორის გადაიზარდა რუსეთში მცხოვრები ქართველების დევნაში. ისინი ჩვენთან ერთად ცხოვრობენ და ისინი არ არიან დამნაშავენი იმაში თუ ორი ქვეყნის პოლიტიკოსებს და პრეზიდენტებს ერთმანეთი არ უყვართ… თუ თქვენ არ გსურთ რომ რუსეთში დაიწყოს ფართო მასშტაბიანი ეთნიკური წმენდები, მაშინ სახლიდან გამოსვლისას მკერდზე მიიმაგრეთ ეს ნიშანი წარწერით “მე ქართველი ვარ”,- ნათქვამია რადიო სადგურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button