ახალი ამბები

აშშ “იმედგაცრუებულია“ რუსული სანქციების დაწესების გამო საქართველოზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ ვაშინგტონს “იმედი გაუცრუვდა“ რუსეთის მიერ საქართველოზე დამატებითი სანქციების დაწესების გამო.


“ჩვენი სურვილია, რომ მათ [რუსეთის ხელისუფლებამ] ხელახლა განიხილონ ეს საკითხი“, – განაცხადა შონ მაკკორმაკმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.


“ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მიგვაჩნია, რომ დამატებითი სანქციების დაწესება პროცესს დაეხმარება. ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ მოლაპარაკებებს ორივე მხარესთან და იმედს გამოვთქვამთ, რომ ისინი შეძლებენ რაიმე შეცვალონ და მოაგვარონ უთანხმოება ისე,  რომ ზოგიერთი ძირითადი საკითხიც მოგვარდეს“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button