ახალი ამბები

ევროკავშირი რუსი ოფიცრების გათავისუფლებას მიესალმება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანა მიესალმა საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ოთხი რუსი ოფიცრის გათავისუფლებას.


“იმედი მაქვს, ახლა რუსეთსა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობები აღდგება. ევროკავშირი მზად არის ხელი შეუწყოს კონტაქტებს მხარეებს შორის და დაეხმაროს მათ ნდობის აღდგენის მიზნით “, – განაცხადა მან.


ხავიერ სოლანა პრეზიდენტ სააკაშვილს 30 სექტემბერს ტელეფონით ესაუბრა და “დაძაბულობის გამწვავების რისკის წინააღმდეგ“ გააფრთხილა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button