skip to content
ახალი ამბები

რუსმა და ამერიკელმა დიპლომატებმა საქართველოს შესახებ იმსჯელეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 28 სექტემბერს რუსეთში აშშ-ს ელჩს ვილიამ ბერნს შეხვდა და საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით რუსი სამხედრო ოფიცრების დაკავების შესახებ იმსჯელა. 


“რუსეთის მხარემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული ეს პროვოკაციული ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მარტო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, არამედ რეგიონალურ უსაფრთხოებასაც“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.


“რუსული მხარე თავისი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ამიერკავკასიაში რუსული ჯარების დაჯგუფების შტაბის გარშემო ბლოკადის მოხსნას ითხოვს და ამერიკული მხარის გაგებისა და მხარდაჭერის იმედი აქვს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button