skip to content
ახალი ამბები

კოკოითი ე.წ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა ოფიციალურად წარადგინა მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის კანდიდატურა 12 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


დე ფაქტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია “იბერ-ირონის“ ხელმძღვანელმა, საქართველოს ოპოზიციური პარტიის მრეწველების წარმომადგენელმა მაია ჩიგოევა-ცაბოშვილმა, თუმცა მას ჯერ საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურები არ გაუვლია.


ჯერ–ჯერობით უცნობია კიდევ ვინ იყრის კენჭს ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში. 


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button