ახალი ამბები

ზურაბიშვილი: არჩევნებში ჩვენი რეალური ოპონენტი ხელისუფლებაა

ოპოზიციური პარტიის “საქართველოს გზა” ლიდერის, თბილისის მერობის ერთ–ერთი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 5 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მისი პარტიის რეალური ოპონენტი მმართველი პარტია იქნება, დანარჩენი ოპოზიცია კი  – “ჯანსაღი“ კონკურენტები.


15 სექტემბერს პარტიული სიის პრეზენტაციაზე  სალომე ზურაბიშვილმა  განაცხადა, რომ “საქართველოს გზას“ გამარჯვების რეალური შანსი აქვს არსებული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე.


“ჩვენ ვართ რეალური ოპოზიცია რეალური პროგრამით… ჩვენ გვინდა საქართველოს დაცვა, საქართველოს გაჯანსაღება და არა ჩვენი გამარჯვება“, – განაცხადა 15 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა.


მან ასევე კომენტარი გაუკეთა მის პარტიაში განხეთქილების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.


“ეს ცოცხალი პარტიაა, საიდანაც შეიძლება ვიღაცა გავიდეს. ეს არის პარტიაში თავისუფლების ძალიან ჯანსაღი ნიშანი”, – განაცხადა მან.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button