skip to content
ახალი ამბები

ტერი დევისი ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ნაცვლად მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება “ტყუილად კარგავს დროს ნოემბრის თვეში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზების მცდელობაზე“.


“არა მგონია, რომ ვინმე ცნობს ამგვარი რეფერენდუმის შედეგს. თუ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაში მყოფ ხალხს მართლაც აღელვებს იმ ხალხის აზრი, რომელთაც, მათი თქმით, ისინი წარმოადგენენ, ისინი საქართველოს მთავრობასთან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ, რათა მშვიდობიან, საერთაშორისო დონეზე მისაღებ შედეგს მიაღწიონ“, – განაცხადა ტერი დევისმა 13 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.


“ვწუხვარ ორივე მხრიდან ადამიანთა მსხვერპლის გამო და მოვუწოდებ მხარეებს დაუყოვნებლივ დაიწყონ დიალოგი, რათა დაასრულონ კონფლიქტი, რომელსაც სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისთვის უბედურება მოაქვს, ასევე ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რეგიონის სტაბილურობას“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button