skip to content
ახალი ამბები

შსკ-ს სხდომამდე ქართული და რუსული მხარეების შეხვედრა შედგება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის იური პოპოვის განცხადებით, შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომამდე  რუსეთი და საქართველო ორმხრივ კონსულტაციებს გამართავენ, იუწყება “რია ნოვოსტი“ 7 სექტემბერს.


“ქართველ კოლეგასთან, მერაბ ანთაძესთან მივაღწიეთ შეთანხმებას შსკ–ს სხდომის დაწყებამდე ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით ორმხრივი არაფორმალური კონსულტაციების ჩატარების თაობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც შსკ–ს სხდომაზე, ისე ორმხრივი მოლაპარაკებისას მივაღწევთ ურთიერთგაგებას“, – განაცხადა იური პოპოვმა.


შსკ–ს ხდომა, რომელიც 5-6 სექტემბერს ვლადიკავკაზში იგეგმებოდა, თუმცა არ ჩატარდა, სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. ასევე უცნობია როდის შედგება ქართულ-რუსული ორმხრივი კონსულტაციები.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button