ახალი ამბები

სენატორი მაკკეინი: საქართველო აშშ-ის საუკეთესო მეგობარია

29 აგვისტოს სენაკში ახლად აშენებულ სამხედრო ბაზაზე ვიზიტისას ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ქართველ ჯარისკაცებს მადლობა განუცხადა ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის და საქართველოს აშშ-ის ”საუკეთესო მეგობარი უწოდა.”


”მოვა ის დღე როდესაც ერაყელ ხალს ექნება თავისუფლება და ეცოდინება თუ რა არის დემოკრატია და როდესაც ეს დღე მოვა, ეს იქნება თქვენი დამსახურება, რადგენ თქვენ შეიტანეთ ამაში დიდი წვლილი. ჩვენ მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს პრეზიდენტს, რომელიც თავისი ლიდერობით 21-ე საუკუნის ხელმძღვანელობის მაგალითს ქმნის ამ ქვეყანაში. პრეზიდენტ ბუშის, კონკრესის და ამერიკელი ხალხის სახელით მინდა მადლობა მოგიხადოთ. თქვენ ხართ ამერიკის საუკეთესო მეგობრები,” – განაცხადა სენატორმა მაკკეინმა.


”მოვა ის დღე როდესაც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხალხსაც ეცოდინებათ თუ რა არის თავისუფალ სახელმწიფოში ცხოვრება,” დასძინა მან.


ამერიკელ სენატორთა ჯგუბს სენაკის სამხედრო ბაზაზე პრეზიდენტი სააკაშვილიც ახლდა.


”თქვენ ხართ იმ ქართველების მემკვიდრეები, რომლებმაც დიდგორი მოიგეს; თქვენ იმ ქართველების მემკვიდრეები ხართ, რომლებიც მართალია დამარცხდნენ ბოლშევიკებთან მაგრამ ბოლომდე შეაკვდნენ მათ; თქვენ ის ქართველები ხართ, რომლებიც უკვე აღარასოდეს დამარცხდებიან, რადგან ჩვენ უკვე გავიგეთ თუ რას ნიშნავს საკუთარი თავისუფალი ქვეყანა და რას ნიშნავს ძლიერი მეგობრების ყოლა და რას ნიშნავს ძლიერი შეიარაღებული ძალების ყოლა,” – მიმართა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველ ჯარისკაცებს.


პრეზიდენტმა იქვე განაცხადა, რომ სენატორ მაკკეინს 29 აგვისტოს 70 წელი უსრულდება, რის შემდეგაც მას საჩუქრად ქართული ხმალი გადასცა, ”როგორც სიმბოლო ჩვენი მეგობრობისა და ჩვენი ერთად ყოფნისა.”


სენაკის გარდა, სააკაშვილმა ამერიკელ სენატორებს დღეს უშგულსა და სვანეთშიც უმასპინძლა. ქართულმა ტელეარხებმა გაავცელეს ვიდეომასალა, სადაც სენატორი მაკკეინი და პრეზიდენტი სააკაშვილი უშგულში ადგილობრივ ფოლკლორულ ჯდუფთან ერთად ცეკვავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button