ახალი ამბები

ბაღაფში დახმარებისთვის გაეროს და რუსეთს მიმართავს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდნეტი სერგეი ბაღაფში თხოვნით მიმართავს გაეროს, რუსეთს და გაეროს გენერალური მდივნის მეგობარ ქვეყნებს დაეხმარონ ქართულ მხარესთან საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევაში, იტყობინება “რია ნოვოსტი”.


„აფხაზური მხარე მოუწოდებს გაეროს, რუსეთს და გაეროს გენერალური მდივნის მეგობარ ქვეყნებს მოითხოვონ ქართული მხარისგან მოსკოვის შეთანხმების [1994 წლის]საფუძველზე კოდორის ხეობიდან შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანა, დსთ-ს კოლექტიური ძალების და გაეროს სამხედრო დამკვირვებლების მიერ თავისუფალი და შეუფერხებელი პატრულირების განხორციელება, რათა შესაძლებელი გახდეს ხეობის ობიექტური  მონიტორინგი; მოუწოდონ ქართულ მხარეს ხელი მოაწეროს დოკუმენტს საომარი მოქმედებების განუახლებლობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიის შესახებ; აღიარონ, რომ ქართული მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარის თქმა იქნება აფხაზეთის მიმართებაში აგრესიული განზრახვების განხორციელების დასტური“, – განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button