skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციის ლიდერები პატარკაციშვილთან ’კონსულტაციებზე’ კომენტარს აკეთებენ

რესპულიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, იგი აპირებს ლონდონში გამგზავრებას, თუმცა არ დაუკონკრეტებია შეხვდება თუ არა იგი ბადრი პატარკაციშვილს, როგორც ეს დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.


„ეს იყო პოლიტიკური პარანოიით შეპყრობილი ადამიანის განცხადება [იგულისხმა ბოკერიას განცხადებები], რომელსაც სურს ტოტალური კონტროლი დაამყაროს ყველაზე და ყველაფერზე და სპეცსამსახურიებზე დაყრდნობით უთვალთვალონ ოპოზიციურ პარტიებს“, – განუცხადა ”სივილ ჯორჯიას” დავით უსუფაშვილმა.


დავით უსუფაშვილის განცხადებით, გაურკვეველია თუ რატომ გახდა „დასაგმობი“ ბადრი პატარკაციშვილთან შეხვედრა, მაშინ როცა ყველა ხვდება მას მათ შორის პრეზიდნეტი, პარლამენტის თავმჯდოამრე და სხვა ოფიციალური პირები.


„ორი თვის წინ თავად პრეზიდნეტის შეხვდა პატარკაციშვილს,“ – აცხადებს უსუფაშვილი.


„საქმე გვაქვს უკიდურესად შეშინებულ ხალხთან. ეს არის მცდელობა პოლიტიკური ოპოზიცია შეზღუდონ“, – დასძინა მან.


„რესპუბლიკელების” ლიდერის განცხადებით, პარტიას არასოდეს განუხილია პატარკაციშვილი როგორც თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატი. 


ბოკერიამ დრეს ასევე განაცხადა, რომ პატარკაციშვილთან კონსულტაციებს ”კონსერვატორების” ლიდერი კობა დავითაშვილიც გეგმავს.


”ვიზიტს [ლონდონში] არ ვგეგმავდი, მაგრამ ბოკერიას განცხადების შემდეგ აუცილებლად დავგეგმავ“, – განუცხადა ”სივილ ჯორჯიას” კობა დავითაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button