ახალი ამბები

გამსახურდია ოპოზიციის დიდ ნაწილს კოდორის ოპერაციის გამო ემიჯნება

პარტია თავისუფლების ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია 29 ივლისს აცხადებს, რომ ემიჯნება ოპოზიციის დიდ ნაწილს, რომელთაც “ხელისუფლების ზეწოლით“ კოდორის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია “უპირობოდ“ გაამართლეს.


გამსახურდიას დღევანდელ ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია, თუ კონკრეტულად რომელ პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებს გულისხმობდა.


თუმცა ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა შეიცვალა პირვანდელი პოზიცია და მიესალმა ხელისუფლების მიერ კოდორის ხეობაში ამბოხებული ემზარ კვიციანისა და მისი შეიარაღებული მებრძოლების წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციას, მაგრამ ამასათან, აღინიშნა, რომ  სპეცოპერაციის თაობაზე უამრავი კითხვა გაჩნდა, რომელზეც ხელისუფლებამ პასუხი აუცილებლად უნდა გასცეს.

Back to top button