რაჭაში რადიოაქტიური წყარო აღმოაჩინეს
რაჭაში ორი მიტოვებული და პოტენციურად საშიში რადიოაქტიური ხელსაწყო იქნა აღმოჩენილი, იტყობინება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო 28 ივლისს.
ეს წყარო აღმოჩენილი იქნა საერთაშორისო სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით.
ორივე ნაპოვნი რადიოაქტიური წყარო ცეზიუმ 137-ია.
“ამას შესაძლოა სერიოზული ზიანი მოეტანა, სიკვდილიც კი, თუ ვინმე მას აიღებდა და ჯიბეში ჩაიდებდა ცოტა ხნით მაინც“, – განაცადა სააგენტოს რადიოაქტიური წყაროების სპეციალისტმა კაროლინ მაკ კენზიმ.
1990 წლებიდან მოყოლებული საქართველოში დაახლოებით 300 რადიოაქტიური წყარო იქნა აღმოჩენილი, რასაც შედეგად ერთი ადამიანის სიკვდილი და მრავალი დაზიანება მოყვა, იტყობინება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)