skip to content
ახალი ამბები

თბილისი გმობს მოსკოვის მერის უკანონო ვიზიტს აფხაზეთში

20 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც გადაეცა საპროტესტო ნოტა მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის აფხაზეთში თბილისთან შეუთანხმებელი ვიზიტის თაობაზე.


იური ლუჟკოვმა 20 ივლისს სოხუმში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქის მუნიციპალიტეტი “ითანამშრომლებს აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან ყოველგვარი ეჭვისა და შიშის გარეშე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან“. აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა და იური ლუჟკოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სოხუმში კულტურულ-საქმიანი ცენტრის “მოსკოვის სახლის“ მშენებლობის შესახებ.


“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სახის დოკუმენტები, ხელმოწერილი აფხაზეთის, საქართველო სეპარატისტული ხელმძღვანელობასთან, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, უკანონოა, არ გააჩნია არანაირი იურიდიული ძალა და ანულირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button