ახალი ამბები

საქართველომ და ევროკავშირმა ვაჭრობის საკითხებზე კონსულტაციები გამართეს

19 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა კონსულტაციები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებით.


საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღვინისა და სპირტიანი სასმელებით ვაჭრობის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებისა და სხვა ქართულ პროდუქციაზე ამ ხელშეკრულების გავრცელების და ასევე  თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედების პერსპექტივები.


 

Back to top button