ახალი ამბები

ამერიკული სამხედრო წრთვნის პროგრამა გრძელდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის აშშ–ში ვიზიტის დროს 5–6 ივლისს გადაწყდა ამერიკული “სტაბილურობის შენარჩუნებისა და განმტკიცების“ პროგრამის გაგრძელება, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.


ამის შესახებ ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში განუცხადა, სადაც ამერიკული პროგრამის ფარგლებში დღეს დაიწყო და 12 კვირას გასტანს მე–3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ბატალიონის 500–მდე სამხედროს მომზადება, რომელსაც ამერიკელი ინსტრუქტორები წარუძღვებიან.


“კიდევ ერთი ბრიგადა გაიწრთვნება ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ და ბუნებრივია ისინი მეორე ბრიგადის როტაციას მოახდენენ ერაყში დაახლოებით ოქტომბერ–ნოემბერში“, – განაცხადა 17 ივლისს ირაკლი ოქრუაშვილმა.


აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა დღესვე განაცხადა, რომ პროგრამა 12 თვეზე მეტხანს გაგრძელდება და მისი განხორციელებისთვის 30 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა.  


აშშ-ს ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ პროგრამის მთავარი მიზანია საქართველოს ჯარების შესაძლებლობების გაზრდა მრავალეროვნულ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიზნით.


2005 წელს პროგრამის ფარგლებში აშშ-ს მთავრობამ 60,5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button