skip to content
ახალი ამბები

ორფოლოს პოლიგონზე ფართომასშტაბიანი წვრთნები დასრულდა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 ივლისს განაცხადა, რომ საქართველომ შედარებით მოკლე დროში შეძლო ჩამოეყალიბებინა დასავლური სტანდარტების შესაბამისი შეიარაღებული ძალები, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ მთავარი გამოწვევები არმიაში ჯერ კიდევ წინ არის.


“ჩვენ არავის არ ვესხმით თავს; ჩვენ არც ერთ სხვა ქვეყანას საფრთხეს არ ვუქმნით… საქართველო აღარ იქნება ადვილი ლუკმა“, – განაცხადა სააკაშვილმა.


ეს განცხადება პრეზიდენტმა ორფოლოს პოლიგონზე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე გამოსვლისას გააკეთა, სადაც დღეს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საზეიმოდ დასრულდა.


“მთავარი სირთულეები ჯერ წინ არის, მთავარი საფრთხეები წინ არის და თქვენი ძალის გამოყენება შეიძლება მომავალში საჭირო გახდეს“, – მიმართა სააკაშვილმა სამხედროებს.


სამხედრო წვრთნები – “კავკასია 2006“ მაისის ბოლოს დაიწყო და მასში 8 000 სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button