ახალი ამბები
“რუსთავი 2″–ზე თოქ–შოუ გაგრძელდა
14 ივლისს ტელეკომპანია “რუსთავი 2“–ზე პოლიტიკური თოქ–შოუ “თავისუფალი თემა“ ჩვეულებრივ რეჟიმში გავიდა ეთერში და გადაცემა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა ტაბატაძემ წაიყვანა.
მას შემდეგ, რაც 6 ივლისს “თავისუფალი თემის” წამყვანმა ეკა ხოფერიამ გადაცემის მსვლელობისას ზეწოლის გამო ტელეკომპანიის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება, არსებობდა იმის ალბათობა, რომ “რუსთავი 2“–ზე თოქ–შოუ შეწყდებოდა.
თუმცა ნიკა ტაბატაძემ, ისევე როგორც ეს ეკა ხოფერიას ბოლო გადაცემაში იყო, ერთ–ერთ მთავარ თემად სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და ამ საქმის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილა რესპოდენტებთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)