skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილი ახალ ელჩებს შეხვდა

11 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალმა ელჩმა პატრიცია ჰილდეგარდ ფლორმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ასევე ახალადდანიშნულმა ელჩმა მოჯთაბა დამერჩილუმ.               


საგარეო უწყების ცნობით, ცერემონიების დასრულების შემდეგ გაიმართა საუბრები, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები.


გერმანიის ელჩთან საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გერმანიის მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button