ახალი ამბები

ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებს არ ეთანხება

მმართველი პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს “სიტუაციის დაძაბვის წარუმატებელი მცდელობა“ უწოდეს და განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი არის მყარი და პრინციპული დიდი მიზნების მიღწევის გზაზე.


პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ, მმართველი პარტიის გავლენიანმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაი ნადირაძემ გამორიცხეს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომის შესაძლებლობა, რასაც ოპოზიცია მოითხოვს.


“ეს არის [ოპოზიციის მიერ] ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვის წარუმატებელი მცდელობა… ეს ჯგუფი ადამინებისა მზად არის გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა გიორგი არველაძემ 7 ივლისს.


“ასეთი მეთოდები არის განწირული წარუმატებლობისთვის, რადგან  ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ“, – დასძინა არველაძემ.


მისი თქმით, ხელისუფლება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ძალიან წყნარად აკვირდება და “ჩვენი კურსი არის ძლიან მყარი ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანების გადასაჭრელად“ – ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.


ოპოზიციური პარტიები და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ხელისუფლებისაგან მოითხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ყოფილი მაღალჩინოსნების დასჯას, რომელთაც სავარაუდოდ სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან აქვთ კავშირი.


გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ძალიან მცირერიცხოვანი აქციები შედეგებს ვერ გამოიღებს.


“უკეთესია გადახედო სტატისტიკას, რომელიც აჩვენებს, რომ ქვეყანაში კრიმინალურმა ფაქტებმა იკლო იმის მაგივრად, რომ შს მინისტრის გადადგომა მოითხოვო“, – განაცხადა არველაძემ.


ბოკერიამ ასევე განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სასამართლო განხილვა ბუნებრივი შედეგით დასრულდა და სხვა განაჩენი მოსამართლისაგან არც იყო მოსალოდნელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button