ახალი ამბები

რუსეთის პრეზიდენტს შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების უფლება მიენიჭა

რუსეთის სათათბირომ მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ანიჭებს უფლებას გამოიყენოს შეიარაღებული ძალები და სპეცსამსახურები საზღვარგარეთ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით, იუწყება “რია ნოვოსტი“ 6 ივლისს.


ცოტა ხნის წინ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა სერგეი მირონოვმა განაცხადა, რომ ეს კანონი საშუალებას მისცემს რუსეთს დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ინტერესები საზღვარგარეთ.


აღსანიშნავია, რომ თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, რომლებზეც მოსკოვს არაერთხელ განუცხადებია, რომ დაიცავს მათ ინტერესებს აგრესიის შემთხვევაში.

Back to top button