ახალი ამბები

თბილისი სუამ-ის ანტიკორუფციულ კონფერენციას მასპინძლობს

6-7 ივლისს თბილისში იმართება დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ის ანტიკორუფციული კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ევრო-ატლანტიკური საკონსულტაციო ჯგუფი.


კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სუამ-ის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების ანტიკორუფციული სამსახურების და ევრო-ატლანტიკური საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელები და აგრეთვე უცხოელი ექსპერტები.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კონფერენციაზე განხილულ იქნება კორუფციის გავლენა რეგიონზე; სამართალდამცავ ორგანოებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურების ევროპული მოდელები; სუამ-ის წევრი ქვეყნების ნაციონალური ანტიკორუფციული სამსახურების საქმიანობა და ორგანიზაციის ფარგლებში ამ მიმართულებით თანამშრომლობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button