
ნოღაიდელმა აზერბაიჯანში ენერგო და სარკინიგზო პროექტები განიხილა
ბაქოში 5 ივლისს აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მოპალარაკებები საქართველოს მიერ შაჰ-დენიზის გაზსადენიდან დამატებითი გაზის შეღავათიან ფასად შესყიდვის თაობაზე ჯერ არ დასრულებულა, იტყობინება “იტარ-ტასი“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას არტურ რასიზადეს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.
მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ასევე განიხილეს ბაქო-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთს საქართველოს გავლით დაუკავშირებს.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბაქო ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა სარკინიგზო პროექტი განახორციელოს, იტყობინება “აზერტაგი“.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ზემოაღნიშნულ ყველა საკითხზე “ძალზედ მნიშვნელოვანი” საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული იქნება საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე, რომელიც ივლისის ნაცვლად აგვისტოს მეორე ნახევარში საქართველოში ჩატარდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)