ახალი ამბები

დაპირისპირების მიუხედავად, უნივერსიტეტის რექტორი რეფორმების მომხრეა

ლექტორთა და პროფესორთა ჯგუფი 3 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) რექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ხუბუას კაბინეტში შეიჭრა და მისი გადადგომა მოითხოვა.


თსუ-ს პროფესორთა ერთი ნაწილი კონკურსის წესის წინააღმდეგ გამოდის, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ლექტორების დანიშვნას 550 ვაკანტურ თანამდებობაზე. საპროტესტო აქციის მონაწილეთა თქმით, კონკურსი დიდი საბჭოს მიერ უნდა ჩატარდეს – თსუ-ს მმართველი ორგანო, რომელიც გასულ წელს ახალმა ადმინისტრაციამ დაითხოვა და მას იურიდიული უფლებამოსილება აღარ გააჩნია – ნაცვლად კომისიისა, რომელიც უნივერსიტეტის ახალმა ადმინისტრაციამ უნდა დააკომპლექტოს.  

დაპირისპირება თსუ-ში გასულ თვეს დაიწყო, როდესაც მოწინააღმდეგე პროფესორები ორჯერ დაარბია პოლიციამ, როდესაც ისინი ცდილობდნენ უნივერსიტეტში პერმანენტული საპროტესტო აქციები მოეწყოთ. 3 ივლისს პოლიცია კვლავ გამოჩნდა მოვლენათა ეპიცენტრში და აიძულა აქციის მონაწილენი დაეტოვებინათ რექტორის კაბინეტი.


“მოვითხოვ სამართალდამცავებისგან დასაჯონ ისინი, ვინც ეს არეულობა დაგეგმა“, – განაცხადა განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ პრეს-კონფერენციაზე.


მან ასევე განაცხადა, რომ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა  სთხოვა სამართალდამცავებს სისხლის სამართლის საქმე აღძრან ინციდენტის ორგანიზატორების წინააღმდეგ.


საპროტესტო აქციას ასევე შეუერთდა ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, მათ შორის ახალი მემარჯვენეები, ლეიბორისტული პარტია, მრეწველები და პარტია თავისუფლება. ისინი მოითხოვენ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომას. გიორგი ხუბუა ამ თანამდებობაზე აპრილში მას შემდეგ დაინიშნა,  რაც მისი წინამორბედი  რუსუდან ლორთქიფანიძე განათლების მინისტრის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რადგანაც ეს უკანასკნელი უკმაყოფილო იყო მისი საქმიანობით რეფორმების განხორციელების კუთხით.


გიორგი ხუბუამ 3 ივლისს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იგი რეფორმებს გააგრძელებს  და კონკურსი ახალი აკადემიური თანამდებობისთვის უნივერსიტეტში მაინც ჩატარდება, მიუხედავად აქციის მონაწილეთა მხრიდან დაბრკოლებებისა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button