ახალი ამბები

მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი გმობს პოლიციის მიერ ეკლესიის ჩხრეკას

მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენიანმა წარმომადგენელმა, ეპისკოპოსმა მამა ზენონმა დაგმო პოლიციის მიერ დმანისის რაიონის  ერთ-ერთ ეკლესიაში 2 ივლისს განხორციელებული ჩხრეკა.


“ათობით ნიღბიანი, შეიარაღებული პოლიციელი შეიჭრა ეკლესიაში და უყვიროდნენ [მღვდლებს] დაწოლილიყვნენ და განძრევის შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდნენ… მათ [პოლიციელებმა] გაჩხრიკეს ეკლესია იმ მოტივით, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილებს ეძებდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ იპოვეს. მათ არ ჰქონდათ შესაბამისი უფლებამოსილება, ან ორდერი ჩხრეკის ჩასატარებლად. ისინი ისე წავიდნენ, რომ ბოდიშიც კი არ მოიხადეს“, – განუცხადა მამა ზენონმა ტელეკომპანია “იმედს“.


თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ პოლიციამ ჩხრეკა ეკლესიაში ჩაატარა.


“ეს იყო მშენებლობის პროცესში არსებული შენობა და იქ მხოლოდ მუშები იყვნენ, მღვდლები არ ყოფილან. ეს არ იყო ეკლესიის ტერიტორია“, – განაცხადა შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა.  


თუმცა, მოგვიანებით სამინისტრომ შეცვალა პოზიცია და აღიარა, რომ ინციდენტი ეკლესიაში მოხდა.


“მე ვესაუბრე შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რომელმაც ბოდიში მოიხადა და დამპირდა, რომ ინციდენტი გამოძიებული იქნებოდა“, – განუცხადა მოგვიანებით მამა ზენონმა ტეკელეკომპანია “იმედს“ 2 ივლისს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button