We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

სამხედრო სამსახურის გადავადების გადასახადი ათჯერ გაიზარდა

საქართველოს პარლამენტმა 30 ივნისს ახალი ინიციატივა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების 200-ლარიანი გადასახადი ათჯერ გაიზარდა.


ამ ინიციატივის თანახმად, 25 წლამდე წვევამდელს შეუძლია სამხედრო სამსახურის გადავადება მას შემდეგ, რაც 2000 ლარს გადაიხდის. თუმცა, წვევამდელს ამ წესის გამოყენება მხოლოდ ორჯერ შეუძლია. სავალდებულო სამხედრო სამსხურის ვადა 18 თვეა.    

Back to top button