
ახალი ამბები
გელა ბეჟუაშვილი “ბრითიშ პეტროლიუმის” წარმომადგენლებს შეხვდა
29 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი “ბრითიშ პეტროლიუმის“ ვიცე-პრეზიდეტს რიჩარდ პანაგიანს, “ბრითიშ პეტროლიუმი-ბაქოს“ პრეზიდენტს დევიდ ვუდვორდს და კომპანიის წარმომადგენელს საქართველოში ჰიუ მაკდოულს შეხვდა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და კავკასიური გაზსადენის პროექტების განხორციელების მიმდინარეობა განიხილეს.
მხარეებმა ასევე განიხილეს ენერგოუსაფრთხოების საკითხები, ენერგორესურსების დივერსიფიკაციის მნიშვნელობა როგორც საქართველოს ეკონომიკურ–პოლიტიკური განვითარებისათვის, ასევე რეგიონის დემოკრატიზააციისა და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის.