
ახალი ამბები
“თანასწორობის ინსტიტუტის” ოთხი წევრი 30 დღით დააკავეს
დღეს სააპელაციო სასამართლოს დაცვის თანამშრომლებმა დააკავეს “თანასწორობის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ირაკლი კაკაბაძე და ორგანიზაციის კიდევ სამი წევრი, რომლებიც რამიშვილი–კოხრეიძის საქმეზე მოსამართლეებს ობიექტურობისაკენ მოუწოდებდნენ.
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევ ოთხივე პირისათვის 30–დღიანი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
“თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები დღეს დილიდან რამიშვილი–კოხრეიძის პროცესის პარალელურად, სააპელაციო სასამართლოს ეზოში მცირერიცხოვან აქციას მართავდნენ და მოსამართლეებს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისაკენ მეგაფონით მოუწოდებდნენ.