ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს

პარლამენტმა დაიწყო კონსულტაციები საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლეების კანდიდატურების თაობაზე, რადგანაც ცხრა მოსამართლიდან ექვსს 10-წლიანი სამსახურის ვადა უკვე ამოეწურა.


კენჭისყრა, სავარაუდოდ, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე 13 ივლისს გაიმართება.


კანონის თანახმად, ექვსი მოსამართლიდან ორს პარლამენტი ნიშნავს, ორს პრეზიდენტი, დანარჩენი ორი კი უზენაესმა სასამართლომ უკვე დანიშნა.


საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ჯონი ხეცურიანს ასევე ეწურება თანამდებობაზე ყოფნის 5–წლიანი ვადა.

ქართული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა შესაძლოა გარემოს დაცვის მინისტრის გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურა წარადგინოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ.


“ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ“, – განუცხადა გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს 28 ივნისს.   

Back to top button