
ახალი ამბები
ლავროვი დიდი რვიანის დღის წესრიგში კონფლიქტების შეტანაზე მიანიშნებს
26 ივნისს ტელეკომპანია “Ren TV”–თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „ჩვენი პარტნიორები“ დიდი რვიანიდან დაჟინებით მოითხოვენ დსთ–ს სივრცეში არსებული კონფლიქტების საკითხის 29 ივნისს მოსკოვში დაგეგმილი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში შეტანას.
“ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა; [სამიტის] ნებისმიერ მონაწილეს აქვს უფლება დააყენოს ნებისმიერი საკითხი [განსახილველად] სპეციალურ პუნქტში სათაურით „სხვადასხვა“. ასე, რომ ვფიქრობ, კონფლიქტებზე და რაც მთავარია, მათი დარეგულირების მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებებზე დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთული იქნება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.