ახალი ამბები

ინფლაციის დონემ 10% შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაისიდან ინფლაციის დონემ 10% შეადგინა.


ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის დონის ზრდის მიზეზად გარე ფაქტორები, ძირითადად ენერგორესურსებზე ფასების ზრდა დაასახელა. ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ “რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ მთავარი მიზეზი გაზზე და ელექტროენერგიაზე ფასების ზრდაა.


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) უკვე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილე გამოიჩინოს ხარჯვით პოლიტიკაში, იტყობინება “რუსთავი 2“.


სსფ-ს მისიამ, რომელიც საქართველოს 12-19 მაისს სტუმრობდა, განაცხადა, რომ 2006 წლის აპრილის ბოლოსთვის 12-თვიანმა ინფლაციამ 6% შეადგინა. მისიამ მხარი დაუჭირა ხელისუფლების მცდელობებს 2006 წელს ინფლაციის დონე 5 და 6 პროცენტს შორის მოაქციოს.


2006 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ინფლაციის დონემ 5-6% უნდა შეადგინოს – ეს პროგნოზი  2005 წლის დეკემბერში 2006 წლის ბიუჯეტის განხილვების დროს ოპოზიციამ გააკრიტიკა და მას არარეალისტური უწოდა.


მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ განუცხადა დეპუტატებს, რომ 2006 წლის მთავარი მიზანი იყო, რომ ინფლაციას ორნიშნა ციფრისთვის არ მიეღწია. 

Back to top button