
ახალი ამბები
კოტე კემულარია აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი კოტე კემულარია 27 ივნისს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა, იტყობინება აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “აზერტაგი“.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები, ასევე ორი ქვეყნის სხვადასხვა სტრუქტურებს შორის არსებული ურთიერთობები.
ასევე აღინიშნა, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს და აზერბაიჯანის უშიშროების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას, იტყობინება “აზერტაგი“.