
ახალი ამბები
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვარდან ოსკანიანი 27-28 ივნისს სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევა, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები საქართველოს პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
შეხვედრებზე განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.